Saturday, June 5, 2010
narkomania saqartveloshi
ნარკომანია საქართველოს გადაშენებით ემუქრება
29-12-2006
გაუზიარეთ
Digg
Facebook
StumbleUpon
Yahoo! Buzz
del.icio.us
საქრთველოში ნარკომანიამ ამ ბოლო დროს კატასტროფული მასშტაბები მიიღო. წამალი, რომელიც აკრძალული ხილი იყო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაქრა შიშის სინდრომი და ქართველთა მატრაკვეცული ბუნებიდან, მათი წამხედურობიდან გამომდინარე ვისაც არ ეზარება ყველა ნარკოტიკებით გამოთაყვანებული დაეთრევა აქეთ-იქით. ამ უბედურებამ იმდენად ღრმად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში რომ ახლა წამლის გაყიდვაც კი აღარ ითვლება სირცხვილად, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონითაც კი თავის დროზე დიდად სათაკილო საქმედ იყო მიჩნეული.
გლობალიზაციის სიომ როგორც ჩანს ამ სამყაროსაც შეურყია საფუძვლები, მოიხსნა ყოველგვარი ტაბუ, გაღორებული და განარკომანებული ქურდების ადგილი თანამედროვე დამნაშავეებმა დაიკავეს, რომლებიც ფულის გულისთვის წამალს კი არა საკუთარ დედასაც ადვილად გაყიდიან. და წამლავენ ქართველები ერთმანეთს. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს ყოველდღიურად რამდენი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იოლად გამდიდრების სურვილმა და ელემენტარულმა უნამუსობამ არაერთ ცნობილ ადამიანს დაუბნელა გონება, გასაკუთრებით ე.წ. შოუბიზნესის სფეროში, რომლებმაც თავიანთი ნიჭით მიღებულ შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ჭუჭყიანი ფული არჩიეს. შედეგიც სახეზეა-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია. შედარებისთვის ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს მხოლოდ 170 000 ნარკომანია აღრიცხული. ამას დაუმატეთ რუსეთში, ევროპაში და ამერიკაში გახიზნული ათასობით ქართველი ნარკომანი, რომლებიც ამსტერდამის, პარიზის და ნიუ იორკის ქუჩებში წამალში ალპობენ თავიანთ ახლგაზრდა სიცოცხლეს. ყველაფერ ამას კი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეგუება ქართული საზოგადოება. ქართველი ერი, მისი ახალგაზრდობა დიდი ხანია გადაშენების წინაშე დგას. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომელსაც ვერაფერი დააკლო უთვალავი მტრის შემოსევამ თვითგანადგურების ჟინით ატანილი ნარკომანიის ჯოჯოხეთისკენ მიექნება.

narkomania da sazogadoeba
ნარკომანია და საზოგადოება
სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა

ნარკომანია
ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
1.ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
2.ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
3.ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

Subscribe to:
Posts (Atom)